კახაბრის დასახლებაში გარე განათების ბოძებისა და დიოდური ნათურების მონტაჟი დაიწყო

15/08/2017

ბათუმში, კახაბრის დასახლებაში გარე განათების ბოძებისა და დიოდური ნათურების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 27 ქუჩაზე, შესახვევებსა და ჩიხებში 1129 ერთეული გარე განათების მოწყობა. დიოდური განათების ნაწილი 30 ვატიანია, ნაწილი კი – 50-იანი. ამ ეტაპზე სამუშაოები ზედაღელის შესახვევში მიმდინარეობს. კახაბრის ქუჩების განათებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 159 ათას 998 ლარი გამოიყო.
გარე განათების მონტაჟი დასრულდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში: გონიო-კვარიათის, სამრეწველო, კახაბრისა და მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აღმაშენებლის ქუჩასა და ბაქოს ქუჩის მონაკვეთზე. დეკორატიული განათება დამონტაჟდა და განათდა ჟიული შარტავასა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში არსებული თაღი. ქალაქის მასშტაბით 1800 ერთეული გარე განათების ბოძი და დიოდური ნათურა დამონტაჟდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0