კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა

14/10/2017

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა, სადაც სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
„გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მარადიულობის და რწმენის დღესასწაულს. სვეტიცხოველი საქართველოსთვის არის ერთობისა და სიძლიერის სიმბოლო. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო, ყველას ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო“ – განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. სადღესასწაულო მსახურებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0