კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

14/09/2017

კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები- რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი და გიორგი ტყემალაძე არიან. კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას ოთხივე კანდიდატის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ეს ადამიანები იქნებიან იმ ტკივილის, იმ პრობლემების და იმ წუხილის გამზიარებლები, რომლებიც ამ რაიონს, ამ უბნებს აწუხებს. ჩვენ შევძლებთ ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0