კახა კალაძე ვაკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

15/09/2017

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვაკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე წარუდგინა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ გუნდურობითა და თბილისის მოსახლეობის ერთიანობით არის შესაძლებელი.
„ამისთვის საჭიროა გუნდი, ამისთვის საჭიროა ადამიანები, რომლებიც საკრებულოში თქვენი რაიონისთვის იმუშავებენ. ამისთვის საჭიროა გამგეობა და თითოეული თქვენგანის ძალისხმევა“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0