კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

21/09/2017

დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ეს იქნება თქვენი საკუთრება, მაგრამ მჯერა, რომ ეს იქნება დროებითი, რადგან ჩვენი სახლი არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და დავუბრუნოთ ეს ტერიტორიები ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, – აღნიშნა დევნილებთან საუბრისას თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ თბილისში არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა. „ჩვენს შვილებს არ უნდა დავუმახინჯოთ ქალაქი. პირიქით, მათ უნდა შევუქმნათ ბევრი მწვანე სივრცე, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ლამაზი, მოწესრიგებული ქალაქი. თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0