კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა შვიდ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს

17/10/2017

„თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს და შვიდივე ერთნაირად პრიორიტეტულია“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამას. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატსა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც კახა კალაძემ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ აქ საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს თბილისსა და თბილისის მოსახლეობას, და საუბარია ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. თითოეული ეს მიმართულება არის პრიორიტეტული“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, კახა კალაძეს კონკრეტული გეგმები აქვს წარმოდგენილი.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რა თქმა უნდა ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი კახი კალაძეს, მათ შორის არის წარმოდგენილი პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს ბიზნეს სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი თბილისს მოუტანს ძალიან სწრაფ განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0