კახა სამხარაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტში კულტურულ -ისტორიული ძეგლები, ტურისტული ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა

25/06/2018

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სტუდენტთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში კულტურულ -ისტორიული ძეგლები, ტურისტული ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერეს.
სამუშაო ტურის დროს, განხორციელდა სპორტულ-კულტურული, დასუფთავების ღონისძიებები. შეხვედრა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა, ყველა ის პრობლემატური საკითხი და წინადადება, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია იცნობდე მუნიციპალიტეტს, მის შესაძლებლობებს და პოტენციალს რათა სწორი სტრატეგია დასახო მისი შემდგომის განვითარებისათვის. მიმაჩნია, რომ ტური სწორად იყო შერჩეული იგი ფუნდამეტური ხასიათისაა, რეალური და დროული-აღნიშნა ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ.
ტურში მონაწილეობას, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60–მდე სტუდენტი, ასევე პროფესორები იიღებენ.
მონაწილე სტუდენტებისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაცია მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას იმისთვის, რომ შეიმუშაონ წინადადებები.
ახალციხის შემდგე ექსპედიცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0