კახა სამხარაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროლოვკის მოსახლეობას შეხვდა

11/07/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, კახა სამხარაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროლოვკის მოსახლეობას შეხვდა და სოფლის წინაშე მდგარ პრობლემატიკას გაეცნო. მოსახლეობა და ნინოწმინის მუნიციპლიტეტის მერია დიდი ხნის განმავლობაში აყენებს საკითხს ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებით სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ.
შეხვედრის დროს გუბერნატორმა, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პრობლემა გადაწყვეტილია, ტენდერის შედეგად გამოვლენილი სამშენებლო კომპანია „საქმილსადენმშენი“, შესასრულებს 13 808.673 ლარის სამუშაოებს. პროექტი დაიწყება 2018 წლის ივლისიდან და დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში.
ადგილობრივებმა სთხოვეს გუბერნატორს, რომ შესაბამის უწყებასთან დააყენოს სოფლის გაზიფიციერების დაჩქარების საკითხიც.
კახა სამხარაძემ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან იური უნანიანთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაათვალიერა ქ. ახალქალაქის ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები, ადგილზე გაეცნო მუშაობის პროცესში წამოჭრილ პრობლემებს, დაინტერესდა სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკების დაცვისა და საზედამხედველო ორგანიზაციის საქმიანობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0