კახა სამხარაძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

05/06/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ შეხვედრა გამართა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მსოფლიოს ჩემპიონთან ნიკოლოზ დერიუგინთან. შეხვედრაზე იასუბრეს რეგიონში კალათბურთის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და ახალციხეში მწვრთნელთა გადამზადებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით. მხარეები იმუშავებენ, კონკრეტულ მიმართულებებზე, რათა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სპორტული, კერძოდ კი კალათბურთის მაღალი დონის ინფრასტრუქტურა მოეწყოს.
დაიგეგმა მომავალი ნაბიჯები, რის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, გუბერნატორს ეროვნული ნაკრების, მისი სახელობის მაისური გადასცა. ასევე ფედერაციის წარმომადგენლებმა მხარის გუბერნატორს ნაკრების წევრთა ხელმოწერებით დამშვენებული საკალათბურთო ბურთი აჩუქეს.
გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, კახა სამხარაძე და კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები, ახალციხის სპორტსკოლას ესტუმრნენ, სადაც მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე შეუერთდა.
ახალციხის მერმა კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ მოხდება სპორტსკოლაში საკალათბურთო დარბაზის რეაბილიტაცია. დარბაზს, რომელიც სრულიად სარემონტოა და მხოლოდ ვარჯიშზეა გათვლილი რეკონსტრუქციის შემდეგ სათამაშო არენად გადაიქცევა.
დარბაზს მოენგრევა კედლები და მიშენდება ტრიბუნები, გარემონტდება საშხაპეები და აუცილებელი ინფრასტრუქტურა, ხოლო კალათბურთისთის აუცილებელ ატრიბუტიკას – ფარებს, ბურთბს, ბადეებს. საქართელოს კალათურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ორივე მხარის მიერ სამცხე-ჯავახეთში შემდგარი ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერად შეფასდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0