კახა ჯამბურიამ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერა

10/11/2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ახლად გახსნილი ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერა და ბენეფიციარებს შეხვდა. შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროების და მიტოვების რისკს მიღმა მყოფი 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი ერთ-ერთი საპილოტე მოდელია, სადაც ხდება მათი ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზიის ხელშეწყობა. ამ ეტაპზე ცენტში 12 ბენეფიციარი გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელთა რაოდენობა პერიოდულად როტაციის გზით შეიცვლება. ლაგოდეხის ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით შეიქმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0