კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შეტყობინება ხანძრის თაობაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღეს, 20:07 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში, 20:10 საათზე მივიდნენ. ძლიერი ხანძრის გამო საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. პირველივე წუთებში, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერის ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის 10-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

Visited 145 times, 1 visit(s) today