კახეთის გუბერნატორი პანკისში მოსახლეობას შეხვდა

20/10/2016

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის პირველი მოადგგილესთან ზურაბ არსენიშვილთან და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელ ბექა ბაიდაურთან ერთად პანკისის ხეობაში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა გუბერნატორს სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ახალგაზრდების დასაქმებაში მხარდაჭერა სთხოვეს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნები სოფლებში წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემის გამართვაა. გუბერნატორმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა რაც 2013 წლიდან დღემდე განხორციელდა ხეობაში და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0