კახეთის რეგიონის ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდო

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზამთრის არდადეგების გახანგრძლივება გრიპის ვირუსებს უკავშირდება.

„საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, გვქონდა კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე, ბაგა- ბაღების გაერთიანებებს გაეწია რეკომენდაცია, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება. დღეს უკვე გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, რომ პრევენციის მიზნით, სწავლის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდოს”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

Visited 100 times, 1 visit(s) today