კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 76,6 მლნ ლარს მიაღწია

21/09/2017

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 76,6 მლნ ლარს მიაღწია.
21 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 65 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 28,5 ათასი ტონა რქაწითელი, 32 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კომპანია.
დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში კვლავ ქტიურ ფაზაშია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 23,3 ათასი ტონა, გურჯაანი – 16,5 ათასი ტონა, თელავი – 10 ათასი ტონა, სიღნაღი – 8 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 2,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ახმეტა – 1.5 ათასი ტონა და საგარეჯო – 1,2 ათასი ტონა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0