კახეთის რეგიონში, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება

18/11/2019

კახეთის რეგიონში, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – თეთრიწყლების, გულგულას, ვარდისუბანის, ყარაჯალასა და რუისპირის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაგება. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად: წყალმომარაგების, შიდა საუბნო გზების, გაზიფიცირებისა ( სოფ. თეთრიწყლები) და ელექტრობოძების მოწესრიგების საკითხები დაასახელა. კახეთის რეგიონის მასშტაბით, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მსგავსი ფორმატის შეხვედრები 150-ზე მეტ დასახლებაში უკვე ჩატარდა, რომლის მიზანია მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათზე დროული რეაგირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0