კახეთის რეგიონში, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება

17/11/2019

კახეთის რეგიონში, “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის მაჟორიტარი- დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – კურდღელაურის, შალაურის, ვანთის, ქვემო ხოდაშენის, ბუშეტისა და აკურის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაგება. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად: წყალმომარაგების, გარე განათების, შიდა საუბნო და სასოფლო – სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების, საბავშვო ბაღებისა და ამბულატორიების მოწესრიგების საკითხები დაასახელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0