სენაკში, ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის გამწვანების ზოლებში – რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მოეწყო ყვავილები და ნარგავები – დაირგო ათასობით ძირი ბეგონია და პეტუნია. რუსთაველის ქუჩაზე – ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებთან, აგრეთვე, რაიონულ პოლიკლინიკასთან და ჭყონდიდელის ქუჩაზე – სამშობიარო სახლ ,,სენა-მედთან’’ მოეწყო მოსაცდელები. პროექტის ფარგლებში, ჭავჭავაძის, რუსთაველისა და ცოტნე დადიანის ქუჩებზე, ასევე შეიღება არსებული ბორდიურები. სამუშაოებს, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 49 200 ლარს, ახორციელებს შპს ,,ოსო’’.
Visited 151 times, 1 visit(s) today