კიბოსთან ბრძოლის ახალი სამედიცინო საშუალება აღმოაჩინეს

13/03/2016

ბრიტანელმა მეცნიერებმა, ორი ახალი სამედიცინო პრეპარატი აღამოჩინეს, რომლებსაც 11 დღეში სიმსივნური წარმონაქმნის ზოგიერთი სახეობის მნიშვნელოვანწილად შემცირება ან გაანადგურება შეუძლიათ. ამ მოულოდნელმა შედეგებმა შესაძლოა, კიბოთი დაავადებული ზოგიერთ ქალისთვის, ქიმიოთერაპია სრულიად ზედმეტი გახადოს.
პრეპარატები, რომლებიც 257 ქალზე გამოსცადეს, კიბოს უჯრედების სპეციფიკურად სუსტს ადგილებზე ახდენენ ზემოქმედებას. სპეციალისტების თქმით, მიღებული შედეგები კიბოს წინააღმდეგ ინდივიდუალური ბრძოლის მეთოდების შემუშავების დროს, მნიშვნელოვან ეტაპად იქცევა.

“საუბარი იყო ხანმოკლე ცდებზე ამიტომ შედეგებმა განსაკუთრებით გაგვაოცა. ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში სიმსივნური უჯრედები სრულიად გაქრა. არ ვიცით რატომ მოხდა ეს ასე სწრაფად” – განაცხადა პროფესრომა ჯუდიტ ბლისსმა.

აღნიშნული სამედიცინო პრეპარატების სახელწოდებებია : Lapatinib და Trustumazab – ეს უკანასკნელი ცნობილია სახელით, Herceptin. ორივე პრეპარატი ზემოქმედებას ახდენს ცილა HER2-ზე, რომელიც ქალის მკერდში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას. კვლევები, რომლებიც მანჩესტერის სახელმწიფო კლინიკებში ჩატარდა, იმ ქალებზე იყო გამიზნული, რომელთა სიმსივნური წარმონაქმნის ზომა 1-3 სანტიმეტრს უდრიდა.
მეცნიერები თვლიან, რომ მკერდის კიბო 10 სხვადასხვა სახის დაავადებად იყოფა და თითუეულ მათგანს საკუთარი მიზეზები, მიმდინარეობა და მკურნალობის მეთოდები გააჩნია.
ამ დროისთვის, სპეციალიზირებული სამედიცინო პრეპარატების შერჩევა, რომლებიც კიბოს გარკვეულ სახეებზე ახდენს გავლენას, ონკოლოგიის მომავლად მიიჩნევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0