კინტრიშისა და დეხვას კალაპოტის მოწესრიგება მიმდინარეობს

22/05/2017

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ზღვის სანაპირო ზოლზე მდინარე კინტრიშისა და მდინარე დეხვას კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები დაათვალიერეს. ზამთარში ძლიერი შტორმის შედეგად მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა და სანაპიროს კილომეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით შესაბამის სამსახურებთან ერთად მოხდა საკითხის შესწავლა და პრობლემის მოგვარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 41 151 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული ღონისძიება აქტიური სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0