კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი გაიმართა

04/10/2016

სოფელ ქობულეთში კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი გაიმართა. ზეიმის ფარგლებში კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. ღონისძიების პარალელურად კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიმართა. საღამოს დასასრულს ორგანიზატორებისაგან ღვაწლმოსილი ხეობის მკვიდრნი დააჯილდოვდნენ.
სახალხო ზეიმს რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი“ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება, 2007 წლიდან კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება, რომელიც ხუცუბნის, გვარას, ჭახათისა და სოფელ ქობულეთის ტერიტორიულ ორგანოებს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0