კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო სხდომას გამართავს

დღეს “ქართული ოცნების” ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს შეკრება 17:00 საათზე არის დანიშნული. ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას შეეხება, რომელიც მსჯელობისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
პარლამენტში არსებული ინფორმაციით კი, პოლიტსაბჭოს წევრებს შორის განხილვის საკითხი პარტია “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის ორპარტიული შეთანხმების გაფორმების თემაც შეიძლება იყოს.

Visited 140 times, 1 visit(s) today