კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა

26/07/2023

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი (კმ24 – კმ34) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო გვერდულები და საგზაო ნიშნები, მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ საკონტრაქტო 2.8 მლნ. ლარი შეადგინა. სამუშაოები კომპანია “New Road”-მა შეასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0