კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია „თელასი“-ს ქვითრებში აღარ აისახება

01/03/2016

კომპანია თელასი „კომუნალური სუბსიდირების“ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული ახალი წესის მიხედვით ფულადი კომპენსაცია კომპანია „თელასი“-ს ქვითრებში აღარ აისახება და ის სოციალურად დაუცველ პირებს პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ:

“მარტის თვიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა „კომუნალური სუბსიდირების“ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, „კომუნალური სუბსიდირების“ პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ „თელასის“ სააბონენტო ანგარიშზე, რაც აისახებოდა კომპანიის ქვითრებში.

ზემოთაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია „თელასი“-ს ქვითრებში აღარ აისახება.”- აღნიშნულია განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0