კონსულტაციების საფუძველზე, ჩამოყალიბდება ახალი სისტემა, რომელიც კრიზისებთან დაკავშირებულ გამოწვევებს უპასუხებს

24/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შემდეგ, ახალი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ჩვენ გვექნება თანამშრომლობა აღმასრულებელ ორგანოსთან, მთავრობასთან და ბუნებრივია, ამ კონსულტაციების საფუძველზე, ჩამოყალიბდება ახალი სისტემა, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია კრიზისებთან. ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტაციები და ამის
საფუძველზე ჩამოყალიბდება შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს ეფექტიანობასთან დაკავშირებით, კითხვები არსებობდა.
„იყო კითხვები კრიზისების მართვის საბჭოსთან დაკავშირებით, მათ შორის, ეფექტიანობის კუთხით და ამიტომაც დადგა დღის წესრიგში რეფორმირების საკითხი. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და რეფორმირება უნდა მოხდეს ამ სისტემის“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0