კონფერენცია „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ მიმდინარეობს

28/09/2017

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სარეიტინგო სისტემები“ მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ვისწავლოთ საქართველოში” ფარგლებში ტარდება და ხელს უწყობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალურ განვითარებას და საქართველოს ცნობადობას გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.
საერთაშორისო რეიტინგები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხისა და კვლევის ყველაზე მყარი და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ამიტომ საერთაშორისო რეიტინგებში ქართული უნივერსიტეტების გამოჩენა და პოზიციების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია საქართველოს საგანმანათლებლო პოტენციალისა და ცნობადობის ზრდისთვის. სწორედ ამიტომ, კონფერენციში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი განათლების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, როგორიცაა Times Higher Education – World University Rankings, U-Multirank, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებს აცნობენ მათი წარმატების მიღწევის მეთოდოლოგიას და საქართველოს უნივერსიტეტებს ცნობადობის ამაღლების მიზნით, რეკომენდაციებს გაუწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0