კონფერენცია – „Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში“გაიხსნა

კონფერენცია 10-12 დეკემბერს, „შემოქმედებითი ევროპის” საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები პროგრამით დაინტერესებულ კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს, ასევე, ორგანიზაციებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
3 დღის განმავლობაში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და დეტალურად ისაუბრებენ „შემოქმედებით ევროპაში“ განაცხადის წარდგენის პროცესზე.

Visited 120 times, 1 visit(s) today