კოსტა ხეთაგუროვის სკვერის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

29/04/2017

ჩუღურეთის რაიონში, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სკვერში მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად, დაათვალიერა.
რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერი სრულად კეთილმოეწყობა. დაგეგმილია თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება, შადრევანის მოწყობა, დაიგება ქვაფენილი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდება გარე გამოყენების ტრენაჟორები და ასევე, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა.
სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0