კრეათონში მონაწილეობის მიღება დაიწყო

12/07/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს კრეათონს საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის განვითარებისთვის საუკეთესო, კრეატიული იდეების გამოსავლენად. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები 8 საათის განმავლობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს 2 მიმართულებით:

სინოფსისი (შინაარსი,ამბავი)

გმირების,პერსონაჟების ვიზუალური მხარე – ესკიზები (დასაშვებია როგორც ელექტრონული, ასევე ფურცელზე შესრულებული)

კრეათონი არის კონკურსი, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალი იდეების გენერირებაზე.

კრეათონში მონაწილეობა შესაძლებელია ერთ ან ორივე მიმართულებაზე, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში (ჯგუფში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ადამიანს)

გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური იმავე დღეს გამოავლენს.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ 1000 ლარის ოდენობით.

კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სტუდენტებს, მოსწავლეებს (14წლის და ზემოთ ასაკის)

კრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს პირველი 100 დარეგისტრირებული ადამიანი, მსურველთა რეგისტრაციის ვადები: 12.07.2017- 19.07.2017

სარეგისტრაციო ფორმა: mes.gov.ge/kreatoni

მონაწილეობა უფასოა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0