კულტურის კომიტეტი ახალი 2023 წლიდან კულტურის დიპლომატიის სტრატეგიის განხილვას იწყებს

27/12/2022

კულტურის კომიტეტი კულტურის დიპლომატიის სტრატეგიის განხილვას მომავალი წლიდან იწყებს. ამ ფორმატში პირველი სამუშაო შეხვედრა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად დღეს გაიმართა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ საბჭოს სხდომაზე კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მთავარი საკითხი, რომელზეც საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ კულტურული დიპლომატიაა. დავგეგმეთ, რომ მომდევნო წელს, როგორც კი საგაზაფხულო სესია გაიხსნება, დავიწყებთ მუშაობას დოკუმენტზე, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს როგორ იქნება გამოყენებული კულტურის კომიტეტის პლატრფორმა იმისთვის, რომ შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი კულტურის დიპლომატიის დიალოგის, განვითარების და გაღრმავების შესახებ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

საბჭოს მდივნის, აკადემიკოს ვალერი ასათიანის განცხადებით, კომიტეტთან შექმნილი საბჭო მიზნად ისახავს განსაზღვროს თანამედროვე სამყაროში ქართული კულტურის წარმოჩენის გზები.

„ამ სფეროს აქტუალობა სახეზეა. როცა პოლარიზაციის პრობლემები დგას და როცა ეროვნული თვითმყოფადობის საკითხები დგას, ბუნებრივია, უნდა განისაზღვროს გზები, სტრატეგია კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით და ქართული ფენომენის წარმოჩენის თვალსაზრისით თანამედროვე მსოფლიოში“, – განაცხადა ვალერი ასათიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0