კურორტ „გოდერძზე“ კიდევ ერთი ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

24/07/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ „გოდერძზე“ ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. სიმბოლური კაფსულა მან ხულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად ჩაუშვა. 4-სართულიან შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი განთავსდება, სადაც საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდე და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება 2 000 000 ლარის ინვესტიცია. ერთი სართული სრულად დაეთომობა რესტორანს. სასტუმროში მოეწყობა ლიფტი. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადამიანი. უახლოეს პერიოდში იგეგემება კიდევ 10 ადამიანის დამატება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტს 15 ადამიანი მოემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0