ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თათბირზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები შეაჯამეს, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები.

“გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყება სოფლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და მინდა მაქსიმალურად მობილიზებული შეხვდეთ ამ პროცესს. თითოეული პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია სოფლისთვის, მოსახლეობისთვის და ჩვენი ჩართულობით უნდა უზრუნველვყოთ პროექტების ეფექტურად და ხარისხიანად განხორციელება” – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

Visited 108 times, 1 visit(s) today