ლადო ჯურხაძე დღეს მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

13/11/2017

ხონის მუნიციპალიტეტის საყოველთაოდ არჩეული პირველი მერი ლადო ჯურხაძე დღეს მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მერიის სააქტო დარბაზში ახალ მერს თანანმდებობა ყოფილმა გამგებელმა ჯემალ მებუკემ მიულოცა , გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა:
,,ღირსეულად ჩატარებულ არჩევნებში პარტია ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს,, მერობის ღირსეულმა კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ გაიმარჯვა და ის ახლა ჩვენს წინაშე, როგორც ხონის პირველი საყოველთაოდ არჩეული მერი დგას. კარგი ოჯახის შვილი, ნიჭიერი და ერუდირებული ახალგაზრდა კაცი, ახალი ენერგიითა და შემართებით … მე მჯერა მისი ინტელექტის , მისი საქმისადმი ერთგულების, მისი მოთმინების, გამძლეობის… წარმატებებს ვუსურვებ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე იმ გუნდთან ერთად , რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ სიკეთეს მოუტანს ხონსა და ხონელებს!,,
ჯემალ მებუკეს მადლობა გადაუხადა და საჯარო მოხელეებს მიმართა ახალმა მერმა:
,, ხონში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა და ეს ყველაფერი დადებითად აისახა ჩემი მერად არჩევის პროცესზე. რა თქმა უნდა , უდიდესი მადლობა ბატონ ჯემალ მებუკესა და იმ გუნდს, რომლებიც საქმეს ღირსეულად უძღვებოდნენ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერისა და გვერდით დგომის იმედი მაქვს. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს რომელთა განხორციელებაც მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით, ერთსულოვნებით, ერთ გუნდად მუშაობით შევძლებთ. წარმატებებს გისურვებთ,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0