ლანჩხუთის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში ლოდი მოწყდა

19/06/2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსო ღლონტის ოჯახში იმყოფებოდა.
მთას უზარმაზარი ლოდი მოწყდა, დაქანდა და, რომ არა აკაციის ხეები მიმდებარე ტერიტორიას სერიოზულად დააზიანებდა. მართალია გარდა ნარგავებისა ლოდს ამჯერად (მხოლოდ ხეები) არაფერი დაუზიანებია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ლოდის ჩამოვარდნის საფრთხე, რომელმაც ხეებით შეკავებული ლოდი შესაძლოა ადგილიდან დაძრას და საცხოვრებელ სახლებს მართლაც შეექმნება სერიოზული საფრთხე.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადგილზე დაათვალიერა შექმნილი სიტუაცია. ღლონტების ოჯახს მხარდაჭერა და გვერდით დგომა აღუთქვა.
„-საკმაოდ რთული მდგომარეობაა. საჭიროა სპეციალიტსების მოწვევა. დღესვე ეცნობება გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რათა დროულად დავეხმაროთ ოჯახს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.“- განაცხადა გამგებელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0