ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფართობებში აზიური ფაროსანას და სხვა საკარანტინო მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდება

14/08/2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფართობებში აზიური ფაროსანას და სხვა საკარანტინო მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს და მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგი მიმდინარეობს. აგრეთვე, სააგენტოს მიერ წამლობის მეორე ეტაპი ჩატარდება საკარანტინო მავნებლის ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ, რომლის გავრცელებაც აღინიშნა სუფსის, ღრმაღელის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სპეციალური ტექნიკით, თერმული ნისლის გამოყენებით განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0