ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა

03/11/2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (შუხუთი, ლესა, ჩოლობარგი) საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
შუხუთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულება 250 483 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღში 100 – მდე აღსაზრდელია.
ლესის საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 439 622 ლარს შეადგენს 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. საბავშვო ბაღში 62 აღსაზრდელია.
ჩოლობარგის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 355 629 ლარი დაიხარჯა. საამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდა. საბავშვო ბაღში 44 აღსაზრდელია. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
გურიაში 2013 წლიდან დღემდე ეტაპობრივად რეაბილიტირდა 103 ბაღის შენობა, მათ შორის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8-ს, აშენდა 12 საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს 1 ბაღის მშენებლობა და 1 ბაღის სრული რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0