ლანჩხუთში მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის სოფლებში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სახლში ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.

Visited 109 times, 1 visit(s) today