ლანჩხუთში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

22/03/2019

ლანჩხუთში, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო. ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშოებს შპს “ნიკა” აწარმოებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 776 774 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. საფეხბურთო აკადემია დასავლეთ ზონაში ერთადერთი იქნება და ის 50-60 ბავშვს მოემსახურება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ აქვეა დაგეგმილი სტადიონის მშენებლობაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0