ლანჩხუთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ლანჩხუთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაგურის, ჭანჭათის და აკეთის სოფლებში განხორციელდება:
სასმელი წყლის რეაბილიტაცია, ეკლესიის ეზოს შეღობვა, გარე განათების მოწყობა, კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და შიდა გზების მოწესრიგება.

„ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და რა მოთხოვნებია ადგილზე. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა სწორედ მოსახლეობასთან კონსულტაციებით, სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ხდება. ჩვენ ვაგრძელებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათ საკეთილდღეოდ მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება,“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, ის ადგილები მოინახულეს, რომლის მოწესრიგებასაც ითხოვენ.

Visited 200 times, 1 visit(s) today