ლანჩხუთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

01/12/2018

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა. სტიქიამ, რომელიც ორი დღეა მძვინვარებს მუნიციპალიტეტში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების სახურავები. ამ წუთებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დაწყებულია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა. მოგლეჯილი ხეებისგან იწმინდება ქუჩები. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და ითვლება ზარალი. მობილიზებულია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახური. პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ არევაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილეები გიორგი თურმანიძე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0