ლაშა ხუციშვილი განაგრძობს საბაჟო-გამშვები პუნქტების მუშაობის გაცნობას

27/04/2021

ფინანსთა მინისტრი ადგილზე შეხვდა საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და გაეცნო კონტროლის ღონისძიებებს, აგრეთვე დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეუფერხებლად, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება, ასევე, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დადგენილი წესების დაცვით, ხდება მგზავრების მომსახურება. საბაჟოს გამტარიანობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია არსებული გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0