ლახუნდარაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება

30/08/2017

ლახუნდარაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ქვედა ლახუნდარაში კი, ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, გამგებლის წარმომადგენელ, რეზო სხილაძესთან ერთად, სოფელში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ლახუნდარაში, პირველ ეტაპზე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის 2 400 მეტრიან მონაკვეთს. ასევე. ბეტონის საფარი მოეწყო სოფელ ხონის ცენტრალური გზის 400 მეტრიან მონაკვეთზე. მეორე ეტაპზე, გზის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო ქვედა ლახუნდარაში. ბეტონის საფარი მოეწყობა სოფლის ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე. პროექტის ფარგლებში, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 2 350 მეტრიან მონაკვეთს.
საერთო ჯამში, წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლახუნდარაში, 2017 წესლ, 5 000 მეტრი გზა მობეტონდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 750 000 ლარით დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა – თანხის 5%-ია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0