ლევან დავითაშვილი, აშშ ნიუ-იორკის შტატის კორნელის უნივერსიტეტის სამუელ კერტის ჯონსონის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აშშ ნიუ-იორკის შტატის კორნელის უნივერსიტეტის სამუელ კერტის ჯონსონის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებებით სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. ყურადღება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტულობაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს.

Visited 112 times, 1 visit(s) today