ლევან დავითაშვილი ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საქმიანობას გაეცნო

04/05/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საქმიანობას გაეცნო, რომელმაც ბიოსაწვავის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ბიოდიზელის საწარმოს “Biodiesel Georgia” საინვესტიციო მოცულობამ 1 მლნ ლარი შეადგინა და დასაქმდა 30 ადამიანი, წარმოების დაწყებიდან დღემდე გადამუშავდა თითქმის 200 000 ლ მოხმარებული საკვები ზეთი, საიდანაც მიღებულია 190 000 ლ. ბიოსაწვავი, აღსანიშნავია, რომ წარმოებული ბიოსაწვავის შედეგად დაიზოგა 500 ტონაზე მეტი CO2 ის ემისია ატმოსფეროში. ლევან დავითაშვილმა ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად ბიოდიზელის მოხმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიო-საწვავი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0