ლევან დავითაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების შესახებ და ყურადღება ახალი ინვაზიური მავნებელის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.
მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა და ტოივო კლაარს ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენთან შეხვედრა ქვეყანაში ფიტოსანიტარიის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. 2018 წლის სტრატეგიული ხედვა, 2017 წლის გამოცდილებას ემყარება და მავნებელთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

Visited 165 times, 1 visit(s) today