ლევან დავითაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტერ მიკისკას და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებების განვითარებას. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, საქართველო ჩეხეთის საიმედო პარტნიორია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის კუთხით, კერძოდ, ახალი დაცული ტერიტორიების იდენტიფიკაციის, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის განვითარების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები – ნინო თანდილაშვილი და ხატია წილოსანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Visited 107 times, 1 visit(s) today