გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ტყვიავის მოსახლეობას შეხვდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, სოფლის მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარის მიზნობრიობის შესახებ.
სოფელ ტყვიავის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ღობის რეაბილიტაცია, სოფლის სტადიონის შემოღობვა და რამდენიმე ქუჩის მოხრეშვა მოხდება.
Visited 87 times, 1 visit(s) today