ლევან დავითაშვილი ყატარის საინვესტიციო სააგენტოს დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყატარის საინვესტიციო სააგენტოს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ყატარის მხარის წარმომადგენლები გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, მაკროეკონომიკური ვითარების, ლიბერალური ბიზნეს გარემოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნულოვანი განაკვეთით გადის მსოფლიო ბაზრის 1/3-ზე. თავის მხრივ, ყატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი და ინტერესი გამოთქვეს, უკეთ შეისწავლონ ცალკეული საინვესტიციო პროექტები.

Visited 36 times, 1 visit(s) today