ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს, შვედეთის სამეფოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის, დაცული ტერიტორიების და ტყის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი და შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 82 times, 1 visit(s) today