ლევან დავითაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

02/05/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების ვრცელ სპექტრზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თავის მხრივ, ჩეხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩეხეთის პოზიცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO – ში გაწევრიანების მიმართულებით, აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აღნიშნულ ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის მოკლე ვადებში გაწევრიანებას და სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეფორმების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მათ შორის, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0