ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“ გენერალურ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ჭიათურაში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყლის კვლევის ჩეხური კომპანიის „WATRAD“ გენერალურ დირექტორს, მიხალ ვანიჩეკს შეხვდა.

„წყლის კვლევა ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი პროექტი, რომელსაც ჩეხურ მხარესთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განვახორციელებთ, გულისხმობს ქალაქ ჭიათურაში სისტემური კვლევების ჩატარებას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტის ფარგლებში, ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსური შესწავლის პარალელურად, გათვალისწინებულია ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების გაცემა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი ესწრებოდა.

Visited 131 times, 1 visit(s) today